პორტფოლიო

საკონტაქტო ინფორმაცია

  • 568 68 68 86

  • sales@safetyfirst.ge
  • ვაჯა ვფშაველას #15ა
» » სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება


ხანძარი არის წვადი მასალების უკონტროლო წვა გენერირებული:  თერმულ ენერგიასთან (გაცხელება), სინათლესა (ალი) და კვამლსა  (უმცირესი სითხის და მყარი ნაწილაკებით), გაზსა და ორთქლთან.

ცეცხლის სხვადასხვა კლასები


ცეცხლი ყოველთვის ერთნაირი არ არის. არსებობს ცეცხლის სხვადასხვა სახე მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით.


ცეცხლი, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივი წვადი მყარი მასალებისგან, როგორიცაა : თივა, ხე, ქაღალდი, მუყაო, პლასტიკატი, ქსოვილები და სხვ.




ცეცხლი, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივი წვადი თხევადი მასალებისგან, როგორიცაა: ბენზინი, ნავთი, ნავთობი, საღებავები და სხვა ორგანული გამხსნელები. 



ცეცხლი, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივი წვადი აირებისგან, როგორიცაა: წყალბადი, მეთანი, პროპანი, ბუტანი, აცეტილენი, პროპილენი და სხვ.




ცეცხლი, რომელიც გამოწვეულია წვადი მეტალებისგან, როგორიცაა: წყალთან, გაზთან და/ან სხვა ქიმიკატთან მყისიერად მოქმედი მაგნიუმი, ტიტანი, კალიუმი და ნატრიუმი. 




ცეცხლი, რომელიც გამოწვეულია ელექტროდანადგარისგან, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო საშუალებები,  ჩამრთველები, ელექტროდაფა, ელექტროხელსაწყოები.



როგორ შევარჩიოთ ცეცხლმაქრი მასალა ?


   ცეცხლის სახეობის მიხედვით ცეცხლის ჩასაქრობად სხვადასხვა მასალა შეიძლება იყოს გამოყენებული 


ცეცხლი, რომლის მიზეზია მყარი წვადი მასალა: გამოიყენე წყალი, მშრალი ქიმიკატი, ჰალოგენი, ან ოზონირებული შემცვლელი, ქვიშა, ან CO2.




ცეცხლი, რომლის მიზეზია წვადი აალებადი სითხე: გამოიყენე წყალი, მშრალი ქიმიკატი, ქაფი, CO2, ქვიშა. ღია სითხის შემთხვევაში გამოიყენე წყლის ორთქლი.




ცეცხლი, რომლის მიზეზია წვადი აირი: გადაკეტე აირის მიწოდება. გამოიყენე წყალი, მშრალი ქიმიკატი, ჰალოგენი, ან შემცვლელი, CO2. 




ცეცხლი, რომლის მიზეზია წვადი მეტალი, ან ქიმიური ელემენტი რომელიც წყალთან შედის რეაქციაში:. გამოიყენე მშრალი ქიმიკატი




ცეცხლი, რომლის მიზეზია ელექტროდანადგარი: გამოიყენე მშრალი ქიმიკატი, ჰალოგენი, ან შემცვლელი, CO2. 

არასოდეს გამოიყენო წყალი !!!



ხანძრის ეფექტი


ხანძრით გამოწვეული ზიანი შეიძლება იყოს:
   

►     პირდაპირი დაზიანება: პერსონალის, ან საკუთრების დაწვა ►     არაპირდაპირი დაზიანება: გამოწვეული სტრუქტურის დარღვევით, აფეთქებით, ან ქიმიკატების დისპერსიით.მაღალი ტემპერატურა აძნელებს და სახიფათოს ხდის კარებების გაღებას, ან სხვადასხვა ობიექტებთან და ზედაპირებთან შეხებას.



ხანძარი შეიძლება გახდეს დაზიანების მიზეზი ჰაერში ჟანგბადის გაიშვიათების, ან/და წვადი მასალების დაწვისას გამოყოფილი ტოქსიკური კვამლის გამო.  
ზიანი შეიძლება იყოს:
პირდაპირი: პერსონალის გაგუდვა და/ან მოწამვლა, ან საკუთრების – ზედაპირების დაზიანება და კოროზია



ირიბი: საევაკუაციო გასასვლელების არარსებობა. 
მოწამლვა პროდუქტის წვის დროს არის ის ძირითადი მიზეზი, რომელიც იწვევს სიკვდილის ყველაზე მეტ შემთხვევას ხანძრის დროს. 


ხანძრის ჩაქრობა


ხანძრის ჩაქრობის აუცილებელი პირობაა მოაშორო ხანძრის ადგილიდან შემდეგი სამი ელემენტი:

►საწვავი (წვადი მასალა);
►ჟანგბადი;
►ენერგია (სითბო). 

ამრიგად, სამი სახის ღონისძიებაა ჩასატარებელი:




მიზეზის მოცილება

საწვავი მასალების იზოლირება ხანძრის ადგილიდან





ლოკალიზება

ჰაერსა და საწვავ მასალას შორის  კონტაქტის შეწყვეტა ცეცხლზე მაგალითად, სხვა საგნის გადაფარებით.





გაგრილება

წყლის დასხმით ცეცხლზე იმ მიზნით, რომ ტემპერატურა შემცირდეს აალების ტემპერატურაზე ქვემოთ.


ცეცხლმაქრების ძირითადი კომპონენტები




ნახშირორჟანგიანი/კარბონდი-ოქსიდიანი (CO2) ცეცხლმაქრი




მშრალქიმიკატიანი ცეცხლმაქრი



ცეცხლმაქრები: რამდენი და სად?



ცეცხლმაქრის შერჩევისას გაითვალისწინე რა სახის ნივთიერებები გვხვდება სამუშაო ადგილზე.






ცეცხლმაქრების რაოდენობა და ხანძარსაწინააღმდეგო ძალა უნდა იყოს შერჩეული შემდეგნაირად: 
► დაცული ზედაპირის ფართობის მიხედვით (ერთი ცეცხლმაქრი ყოველ 150 მ2–ზე) 
► ცეცხლის რისკის დონის მიხედვით
► ოთახების რაოდენობის მიხედვით (მინიმუმ ერთი ცეცხლმაქრი ოთახში) 
► მიღწევის შესაძლებლობის მიხედვით – უმოკლეს დროში შესაძლო უნდა იყოს თუნდაც ერთ ცეცხლმაქრთან მისვლა.




ცეცხლმაქრი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელთან ახლოს, რომ მისი მომხმარებლისთვის შესაძლო იყოს თავის დაღწევა. არასოდეს დაბლოკოთ ცეცხლმაქრებთან მისასვლელი გზა!!!