პორტფოლიო

საკონტაქტო ინფორმაცია

  • 568 68 68 86

  • sales@safetyfirst.ge
  • ვაჯა ვფშაველას #15ა
» » ევაკუაციის გეგმის მომზადება

ევაკუაციის გეგმის მომზადება

ევაკუაციის გეგმა

ხანძრის დროს ევაკუაციის გეგმის შემუშავება და მომზადება

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა, სხვადასხვა მასალით და სხვადასხვა შესრულებით. სრული შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებისადმი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში (სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტთან).

ევაკუაციის გეგმაეს ძირითადი დოკუმენტია, სადაც მითითებულია საევაკუაციო გზები და გასასვლელები. დადგენილია ადამიანთა მოქცევის წესები, აგრეთვე ობიექტზე მოსამსახურე პერსონალის მოქმედებათა წესი.


ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და უშუალოდ პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებისა) და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა (ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი მოყვანილია №3 დანართში).

ევაკუაციის გეგმა შედგება გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან
ევაკუაციის გეგმის გრაფიკული ნაწილი მოიცავს შენობა-ნაგებობის სართულების გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს: საევაკუაციო გზები (ძირითადი და სათადარიგო); საევაკუაციო გასასვლელები; სამაშველო საშუალებების განთავსების ადგილი; საავარიო გასასვლელები, დაუკვამლიანებელი კიბის უჯრედები, გარე ღია კიბეები, ლიფტები და ლიფტის ჰოლები, სათავსები (ყველა ფუნქციური დანიშნულების), აივნები, კარების ღიობი (ყველა სათავსიდან და საევაკუაციო გზებზე); საევაკუაციო გეგმის განთავსების ადგილები, სამაშველო საშუალებების განთავსების ადგილები, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები,მათი განთავსების ადგილები, უსაფრთხო ზონა შენობის გარეთ – ევაკუირებულების თავშეყრის ადგილი;

ევაკუაციის გეგმის ტექსტურ ნაწილში განმარტებულია და მითითებული: უსაფრთხოების ნიშნების, სიმბოლოების და პირობითი გრაფიკული აღნიშვნების მნიშვნელობა, შენობის და სართულის დასახელება, ტელეფონის ნომრები: სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გამოძახებისათვის; ობიექტის ხელმძღვანელის ან სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გამოძახებისათვის.

ევაკუაციის გეგმები უნდა იყოს გამოკრული საევაკუაციო გასასვლელებთან სათავსებისა და დერეფნების კედლებზე ან კოლონებზე ევაკუაციის გეგმაში მითითებული ადგილის მკაცრად დაცვით. 

იმისთვის, რომ მოვამზადოთ შენობიდან ევაკუაციის გეგმა, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მისი ყველა სათავსოს ტექნიკური გეგმა.

მუშაობის განრიგი
1. გასვლა დამკვეთთან;
2. აუცილებელი მონაცემების შეგროვება (სათავსოების გეგმები, საშტატო განაწესი და ა. შ. )
3. ევაკუაციის გეგმის წინასწარი მაკეტის შექმნა;
4. ევაკუაციისთვის აუცილებელი გზების განსაზღვრა;
5. გეგმის გრაფიკული ელემენტების გამართვა;
6. გრაფიკულის ასახვა სპეციალიზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში;
7. ევაკუაციის გეგმის ტექსტური ნაწილის შედგენა;
8. დამზადებული საევაკუაციო გეგმების დამკვეთისთვის წარდგენა

ევაკუაციის გეგმის დამზადებისთვის საჭირო მასალები:
ჩვენი ევაკუაციის გეგმა საკმაო შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აქვს (სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტთან) გაფორმების რამდენიმე ვარიანტი:
> ხის ჩარჩოში შუშის ქვეშ;
> ალუმინის ჩარჩოში შუშის ქვეშ
> პლასმასის ჩარჩოში შუშის ქვეშ;
> ლამინირებული.

💯 ჩვენ აგვირჩიეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
გარემოს ეროვნული სააგენტო
ჰიპერმარკეტი მოდუსი
GRC Construction Materials

Caparol Georgia - კაპაროლი
Vendoo / ვენდუ
Madart / მადარტ (საკონდიტრო)
Smart Net
სასტუმრო ივერია ინ
სასტუმრო კოპალა
სასტუმრო ძველი თბილისი 
სასტუმრო სეფია
სასტუმრო ავენიუ
სასტუმრო ტიფლისი
სასტუმრო სნოუ პლაზა
სასტუმრო თბილისელი
სასტუმრო ელიტ ჰაუსი
სასტუმრო ქართული სახლი 
კოლეჯი მერმისი
სკოლა-ლიცეუმი "ლამპარი"

162 ბაგა ბაღი
გაგა ლაფანაშვილის კლინიკა

სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი "ტესტი"
ბატუტ პარკი ჰოპლა 
Lifestyle Fitness Club

შპს გეოპროვიჟენ
შპს ბარზო

შპს თენთენთბ
შპს ჩაინა პანდა 
შპს დაბი 
 

კონტაქტი
მობ: 
568-68-68-86 (ერეკლე) 
ელ-ფოსტა: info@saproeqto.ge